Posts

Showing posts from July, 2018

ქუჩის მუსიკოსები

Image
  თბილისში სეირნობისას არაერთ ადგილას შეხვდებით პროფესიონალ თუ მოყვარულ მუსიკოსებს. მათი რეპერტუარი ისეთივე განსხვავებულია, როგორც მათი მუსიკალური გემოვნება, გამოცდილება და ქუჩაში დაკვრის მოტივაცია. ზოგისთვის ქუჩაში დაკვრა დამატებითი შემოსავალია, ზოგისთვის სარეპეტიციო თუ საკონცერტო სივრცე, სხვები აქ მეგობრებს და მხარდამჭერებს პოულობენ.    თორღვა  წარმოშვებით ზესტაფონიდან არის, 4  წლის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს. სიმღერით ბავშობიდან მღერის, თუმცა ქუჩის მუსიკოსობა 2 წელია დაიწყო, მისთვის დადებითი ემოციების გარდა ქუჩაში დაკვრა შემოსავლის წყაროა, რომლითაც პატარა ოჯახს, მეუღლეს და 3 წლის თაიას, უძღვება.    დავითმა და შალვამ ერთმანეთი რუსთაველზე გაიცნეს, ორივე რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ მიდიოდა სამღერად.  უკვე ერთი წელია დამეგობრდნენ, მათ ქუჩის გარდა სხვა ადგილებიც აქვთ სადაც მუსიკით ფულის შოვნა შეუძლიათ, საღამოობით რესტორნებში უკრავენ, რა თქმა უნდა იქაც ერთად. მათი თქმით, ქუჩაში ყველაზე გულწრფელ ემოციბს, კომენტარებს, კომპლიმენტე