Posts

ქუჩის მუსიკოსები

Image
  თბილისში სეირნობისას არაერთ ადგილას შეხვდებით პროფესიონალ თუ მოყვარულ მუსიკოსებს. მათი რეპერტუარი ისეთივე განსხვავებულია, როგორც მათი მუსიკალური გემოვნება, გამოცდილება და ქუჩაში დაკვრის მოტივაცია. ზოგისთვის ქუჩაში დაკვრა დამატებითი შემოსავალია, ზოგისთვის სარეპეტიციო თუ საკონცერტო სივრცე, სხვები აქ მეგობრებს და მხარდამჭერებს პოულობენ.    თორღვა  წარმოშვებით ზესტაფონიდან არის, 4  წლის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს. სიმღერით ბავშობიდან მღერის, თუმცა ქუჩის მუსიკოსობა 2 წელია დაიწყო, მისთვის დადებითი ემოციების გარდა ქუჩაში დაკვრა შემოსავლის წყაროა, რომლითაც პატარა ოჯახს, მეუღლეს და 3 წლის თაიას, უძღვება.    დავითმა და შალვამ ერთმანეთი რუსთაველზე გაიცნეს, ორივე რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ მიდიოდა სამღერად.  უკვე ერთი წელია დამეგობრდნენ, მათ ქუჩის გარდა სხვა ადგილებიც აქვთ სადაც მუსიკით ფულის შოვნა შეუძლიათ, საღამოობით რესტორნებში უკრავენ, რა თქმა უნდა იქაც ერთად. მათი თქმით, ქუჩაში ყველაზე გულწრფელ ემოციბს, კომენტარებს, კომპლიმენტე

ნუ მომკლავ !

Image
აქცია "ნუ მომკლავ" 10 ივნისი

ნუ მომკლავ !

Image
აქცია "ნუ მომკლავ"   დღე მე-3  აქციის მესამე დღეს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხი კვლავ უფუნქციო მთავრობის გადადგომასა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს. ზაზა სარალიძის, გვერდით თემირლან მაჩალიკაშვილის მამა და სხვა დაზარალებულები არიან. ისინი ერთხმად მოითხოვენ, რომ აღდგეს სამართლიანობა, დაისაჯონ მკვლელები და სისტემა, რომელიც უსამართლოა შეიცვალოს! აქციაზე დღეს ოპოზიციური პარტების წარმომადგენლები გამოჩნდნენ. პარალელურად აქცია, "სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე", იმართება ვაკის პარკში, სადაც შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ ემიჯნებიან პოლიტიზირებულ პროტესტს, თუმცა დგანან ზაზა სარალიძის გვერდით. "სოლიდარობა პოლიტიკის გარეშე" ვაკის პარკი

როცა ნახევარი რჩები

Image
  წლები სწრაფ-სწრაფად იწურება, დაუნდობელ სიბერეს ვერავინ ერევა, ასაკის მატებასთან ერთად წარსულის მოგონებების რაოდენობა იკლებს, მაგრამ 79 წლის ნოე ბაბუს შესანიშნავად ახსოვს ყველა ტკბილი მოგონება, მისი მეუღლე ზოლო კი ყველა მათგანშია...

უსიცოცხლო სახლების სევდა

Image
მიგრაცია - დემოგრაფიული, სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების სათავეში. დაცარიელებული სახლები, სოფლები და ქვეყნიდან გასული ათიათასობით მოქალაქე. ყოველივე მიგრაციის პოლიტიკის განვითარების აუცილებლობაზე მეტყველებს.
Image
                                                                                                             ღრუბლებს ზემოთ, ბახმაროში                     კურორტი ბახმარო გურიაში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს . იქ  მთის მშრალ ჰაერს ერთვის ზღვის ნოტიო ჰავა და ჯამში სასიამოვნო და სამკურნალო ნაზავი იქმნება. მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, ულტრაიისფერი სხივები, დაბალი წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის ჰავა ახდენს გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული დაავადებები აწუხებს. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე.   ბახმარო შესანიშნავი ადგილია, როგორც სამკურნალოდ, ასევე დასასვენებლად.   არსებობს ლეგენდა , თუ როგორ წარმოიშვა სახელწოდება ბახმარო, რომლის მიხედვითაც ულამაზესი თავადის ქალი მარო თურქებმა გაიტაცეს, მდევარადევნებულმა თურქებმა კი ქალი ხანჯლით მოკლეს, იქვე დატოვეს და ქვაზე დააწერეს