Posts

Showing posts from April, 2018
Image
                                                                                                             ღრუბლებს ზემოთ, ბახმაროში                     კურორტი ბახმარო გურიაში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს . იქ  მთის მშრალ ჰაერს ერთვის ზღვის ნოტიო ჰავა და ჯამში სასიამოვნო და სამკურნალო ნაზავი იქმნება. მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, ულტრაიისფერი სხივები, დაბალი წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის ჰავა ახდენს გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული დაავადებები აწუხებს. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე.   ბახმარო შესანიშნავი ადგილია, როგორც სამკურნალოდ, ასევე დასასვენებლად.   არსებობს ლეგენდა , თუ როგორ წარმოიშვა სახელწოდება ბახმარო, რომლის მიხედვითაც ულამაზესი თავადის ქალი მარო თურქებმა გაიტაცეს, მდევარადევნებულმა თურქებმა კი ქალი ხანჯლით მოკლეს, იქვე დატოვეს და ქვაზე დააწერეს