
ღრუბლებს ზემოთ, ბახმაროში კურორტი ბახმარო გურიაში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს . იქ მთის მშრალ ჰაერს ერთვის ზღვის ნოტიო ჰავა და ჯამში სასიამოვნო და სამკურნალო ნაზავი იქმნება. მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, ულტრაიისფერი სხივები, დაბალი წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის ჰავა ახდენს გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული დაავადებები აწუხებს. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად...